"თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ" - ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აფრთხილებს საბერძნეთს, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სამსუნში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ახსენა თურქეთის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“.
„ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს“, – განაცხადა ერდოღანმა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, „ტაიფუნი“ არის თურქული წარმოების მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ოქტომბერში შავ ზღვაში გამოსცადეს.
„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება, მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო თვეებში ხისტი გახდა. ამის მიზეზად ანკარა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის კუნძულებზე სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ასახელებს.
გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა საჭირო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი