რა თანხას ითვალისწინებს დახმარების სახით აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 ათასი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.
2023 წლის ნაერთი ასიგნებების აქტის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია.
პარალელურად, მდივანს შეუძლია, უარი თქვას ამ პუნქტით მოთხოვნილი დახმარების შეზღუდვაზე, თუ მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტებს, რომ ამის გაკეთება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და მოიცავს ამგვარი ინტერესის დასაბუთებას. ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, ამ აქტით გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს