ჩინეთში COVID-19-ით ყოველდღიურად 9 ათასი ადამიანი იღუპება
ჩინეთში, სავარაუდო კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ Reuters-ი ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანია Airfinity-ზე დაყრდნობით იუწყება.
ორგანიზაციის ანგარიშით, 1 დეკემბრიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია, ხოლო სულ ინფიცირებულია 18.6 მილიონი ადამიანი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის ხელისუფლება დღეში ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათას შემთხვევას აფიქსირებს, ხოლო 7 დეკემბრიდან, ოფიციალური ცნობებით, COVID-19-ის შედეგად მხოლოდ 10 ადამიანი დაიღუპა.
Airfinity-ი ვარაუდობს, რომ სიკვდილიანობა ჩინეთში პიკს მიაღწევს 23 იანვარს, როდესაც დაღუპულთა რიცხვი დღეში დაახლოებით 25 ათასი იქნება, ხოლო საერთო რაოდენობა მომავალი წლის პირველ თვეში 500 ათასს გადააჭარბებს.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ შეამსუბუქა covid-19-ის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. ამან განაპირობა "ომიკრონის" ტიპის ვირუსის გავრცელება ბუნებრივი იმუნიტეტის დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში. აღნიშნულია, რომ პეკინისა და სიჩუანის პროვინციების მცხოვრებლების ნახევარზე მეტი ინფიცირებულია კორონავირუსული ინფექციით.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი