ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა.
ფინური მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი მსგავსებას ხედავს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ზამთრის ომში. ნიინისტე მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც უხეში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინასა და ფინეთს.
„ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა ვერ გაითვალისწინეს არსებითი ფაქტორი, რომ თავისუფალ ქვეყანაში ხალხს გააჩნია ნება და რწმენა, რომ ერი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს, უდიდესი ძალაა“.
ნიინისტეს აზრით, კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა მცდარი გათვლა იყო, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. მან საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მხრიდან წელსაც გაგრძელდება.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"