ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ირანის ხელისუფლებამ დღეს სიკვდილით კიდევ ორი ახალგაზრდა დასაჯა, რომელთაც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად.
მსჯავრდებულები მოჰამად ქარამი და მოჰამად ჰოსეინი არიან. ადგილობრივმა მედიამ სასამართლოში მათი სიტყვით გამოსვლის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. როგორც „ფრანს-24“ აღნიშნავს, ბრალდებულებს უფლება არ ჰქონდათ, აეყვანათ საკუთარი ადვოკატი და გაცნობოდნენ მათ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს.
ქარამისა და ჰოსეინის სიკვდილით დასჯით, ოთხამდე გაიზარდა მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული მასობრივ საპროტესტო აქციებთან კავშირში მყოფი გასამართლებული და სიკვდილმისჯილი პირების რიცხვი.
საერთო ჯამში კი, აქციების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 20 ათასამდე დააკავეს.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი