რუსულმა ძალებმა ხარკოვში ბაზარი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის შევჩენკოვოს დასახლებაში, ბაზარზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.
„კუპიანსკის რაიონის შევჩენკოვოს დასახლებაში დაფიქსირდა სარაკეტო დარტყმა ადგილობრივ ბაზარზე (წინასწარი ინფორმაციით, S-300 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან)”, - განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, შევჩენკოვოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის გოგონა, დაშავდა", - წერს სინეგუბოვი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 წლის ქალი გარდაიცვალა. ყველა დანარჩენი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი