"სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება"
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივი ბრიფინგისას
.„ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირსა და ნატო-ს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთის ბრუტალურმა შეჭრამ უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოება. ბოლო დღეებში ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამიტომ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს, და აგრეთვე – ნატო-ს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"