ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს - „როიტერი“
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ყახაზეთის მთავრობა შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ.
ამისთვის მათ ყაზახეთში სამი თვის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, შემდეგ კი ხელახლა მიიღონ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება.
როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.
ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა