"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა, ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე"
The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოში 2008 წლის ომის პერიოდზე ისაუბრა.
რაისის თქმით, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს წარმატებაა.
„ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ, მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგას სტივ ჰედლიმ იკითხა „ვაპირებთ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“.
მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში.
ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მე საუბარი მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე. მე მას ვუთხარი ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ მიზანს, რუსებმა ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა“, - აცხადებს რაისი.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს