"რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას" - უკრაინის გენშტაბი
რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა მრავალი იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვასიუკოვკის, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკას და ბახმუტის დასახლებული პუნქტების რაიონებში”, - წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ძირითად თავდასხმით ქმედებებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტარის მიმართულებებზე აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 4 სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 4 დაბომბვა განახორციელა.
დარტყმები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელდა.
არიან გარდაცვლილები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს