ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფასა და ბერშევაში.
პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში, საერთო ჯამში, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა, ტარდება, ეწინააღმდეგება მემარჯვენე ხელისუფლების გეგმებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, რასაც კრიტიკოსები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
აქციების ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მთავრობას სასამართლოს რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა.
„ისრაელის საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები და პრობლემები გვერდს ვერ აუვლის ისრაელის თავდაცვის ძალებს. ბრაზის, ტკივილისა და იმედგაცრუების უპრეცედენტო გრძნობა გაიზარდა და ვხედავ, რომ ჩვენი ძალის წყარო იშლება. როგორც ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი, ამას ხაზს ვუსვამ. ჩვენს საზოგადოებაში მზარდი განხეთქილება აღწევს ისრაელის თავდაცვის ძალებში და უსაფრთხოების სამსახურებში. ეს აშკარა, უშუალო და ხელშესახებ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამას არ დავუშვებ“, – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი