"სანამ პრეზიდენტ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება" - ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია
ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.
„სანამ პრეზიდენტ პუტინს აქვს ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება. სანამ ქვეყნები ბირთვულ იარაღს გლობალურ პრობლემად არ თვლიან, ეს პუტინს თავისი საქციელის დაფარვაში ეხმარება“ , - აღნიშნულია დანიელ ჰოგსტას განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი