ამ გვერდის ამობედვა

"ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის წელს დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა აქვს.

 

"ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

 

"უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

წაკითხვა 252 ჯერ