ამ გვერდის ამობედვა

გერმანიაში სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ

გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები.

გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც.

 

პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გაზრდას. 27-29 მარტს დაგეგმილია პროფკავშირების და მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკება.

წაკითხვა 139 ჯერ

სიახლეები