"აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში აშშ-ის ელჩის, ჯეფრი ფლეიკის სურვილი, შეხვდეს თურქეთის ოპოზიციის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქემალ კილიჩდაროღლუს.
„ჩვენ უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი აშშ-ს, განსაკუთრებით, ამ არჩევნებზე. ჯო ბაიდენი იქიდან საუბრობს. ჯო ბაიდენის ელჩი ბატონ ქემალს ეწვევა. თქვენ ხართ ელჩი. აქ თქვენი თანამოსაუბრე არის პრეზიდენტი. ახლა რა სახით მოსთხოვთ პრეზიდენტს დანიშვნას? ჩვენი კარები დაკეტილია მისთვის, ის ვეღარ შემოვა. რატომ? თქვენს ადგილს გაიგებთ. თქვენ გეცოდინებათ თქვენი, როგორც ელჩის მოვალეობა. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს ელჩი. კარგად ვემზადებით 14 მაისისთვის. კარგად მივდივართ. ჩვენ კონკრეტულად 6 მილიონზე მეტი ახალგაზრდა გვყავს და ამ ახალგაზრდის პოზიცია ამ არჩევნებზე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"