"მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხში შევიდა, კიდევ არსებობს დაბრკოლებები"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ჩიხში შევიდა. ლავროვმა აღნიშნა, რომ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც ბლოკავს რუსული პროდუქციის ექსპორტს.
„ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს, არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი პრაქტიკულად არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი გვთავაზობენ ერთჯერად ალტერნატივას. დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ სადაზღვევო კომპანია „ლოიდსთან“ მოლაპარაკებების შემდეგ ტარიფები მნიშვნელოვნად დაეცა“, – განაცხადა ლავროვმა გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რუსეთი არ განიხილავს ჩინეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხს, რადგან რუსეთს ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, რომლითაც იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება.
ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება გასულ თვეს 60 დღის ვადით განახლდა, თუმცა რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს, თუ დასავლეთი არ მოხსნის სანქციებს, რომელიც რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს აბრკოლებს.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა