"ნატოს ყველა ქვეყანა და სამხედრო პოტენციალი რუსეთის წინააღმდეგ არის ჩართული" - შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თითქმის ყველა ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი და შესაძლებლობები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს.
„დასავლეთმა აჩვენა თავისი წინასწარი მომზადება რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაწესდა ფართომასშტაბიანი სანქციები, დაიწყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და დაქირავებულები გაგზავნეს საბრძოლო ზონაში. ასე რომ ჩვენ წინააღმდეგ ნატოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობებია ჩართული“, - აცხადებს შოიგუ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"