როგორ ემზადება რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის?
უკრაინის მიერ გაცხადებული კონტრშეტევის მოლოდინში რუსული მხარე მზადებას იწყებს, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფრონტის ხაზებზე ბრძოლის ინტენსივობა შეამცირა, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ანალიტიკოსმა, მაიკლ კლარკმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვით ზღუდეებს აშენებს და შესაძლო უკან დახევისთვის ემზადება.
„მათ [რუსებმა] შეწყვიტეს ინტენსიური შეტევები ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ისინი, სავარაუდოდ, უკან დასახევად ემზადებიან. ზაპოროჟიედან ყირიმისკენ მიმავალ გზაზე ისინი უზარმაზარ თხრილებს ამზადებენ.
რაც შეეხება უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს, ნატოს მონაცემებით მათ უკვე მიიღეს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის 98%, რასაც დაჰპირდნენ. უკრაინის ჯარს ახლა ჯამში აქვს 230 ახალი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 1 550 ერთეული ჯავშანტექნიკა. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ აღჭურვილობა, მაგრამ საინტერესოა „მოაწყვეს“ თუ არა ისინი ისე, რომ სწორად გამოიყენონ. თუ ისინი [უკრაინელები] ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ მათ ტერიტორიების დასაბრუნებლად საკმარისი ტექნიკა და აღჭურვილობა აქვთ“, - განაცხადა კლარკმა.