"კრასნოდარის მხარეში, დრონით დარტყმის გამო, ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა" - TASS
რუსეთის ფედერაციის კრანოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS წერს, რომ მიზეზი დრონით დარტყმა იყო.
"უცნობი დრონის თავდასხმის გამო, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ავზი იწვის ურბანული ტიპის დასახლებაში ილსკის სევერსკის რაიონში", - ამბობს "ტასის" წყარო.
კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორმა თქვა, რომ წინასწარი ინფორმაციით ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. სოფლის მოსახლეობას არაფერი ემუქრება", - წერს გუბერნატორი ტელეგრამის არხზე.
ცნობისთვის, 3 მაისის ღამეს, კრასნოდარის სოფელ ვოლნაში (ტამანი), ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი