„ვინც მოიგებს, მოიგებს“ – ჯო ბაიდენი თურქეთში პრეზიდენტის არჩევნებზე
Politico ჯო ბაიდენის განცხადებას იხსენებს, რომელიც მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა – ბაიდენმა თურქეთის ლიდერს „ავტოკრატი“ უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ერდოღანის ოპონენტებს დაუჭერდა მხარს.
თურქეთში, მიმდინარე წლის 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და დიდია შანსი, რომ ქვეყანაში მეორე ტური დაინიშნოს.
ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა თურქეთში გამართული არჩევნების შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა:
„მე უბრალოდ იმედი მაქვს… ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. მსოფლიოს იმ ნაწილში ახლა საკმარისი პრობლემებია“.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
„თურქ ხალხს ვულოცავთ საარჩევნო უბნებზე, თავიანთი სურვილების მშვიდობიან გამოხატვას“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, არჩევნებში 50%-ის დაგროვება ვერც მოქმედმა პრეზიდენტმა და ვერც მისმა მთავარმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, ქემალ კილიჩდაროღლუმ შეძლეს.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი