ამ გვერდის ამობედვა

კიევმა რუსული დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ ყველაზე მასირებული შეტევა უწოდა 28 მაისს გამთენიისას კიევზე განხორციელებულ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას.

„მაისის დაწყებიდან მე-14 საჰაერო თავდასხმაა! დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე რუსეთის შემოჭრის დღიდან", - ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.

 

კიევის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად განხორციელდა. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

 

ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არის მსხვერპლი და ნგრევა. გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსში ჩავარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

წაკითხვა 209 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2023

სიახლეები