ამ გვერდის ამობედვა

"ნახვამდის ქემალ" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ ქილიჩდაროღლუს

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - აღნიშნა მან მხარდამჭერებთან და მისი კონკურენტის ქემალ ქილიჩდაროღლუს მისამართით დასძინა:

 

"ნახვამდის, ქემალ".

 

BBC-ის ცნობით, ერდოღანი ასევე დაუბრუნდა თავისი საარჩევნო კამპანიის თემას და დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები პროლგბტ პოლიტიკის გატარებაში.

 

შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს და ამ შედეგების მიხედვით, მეხუთე ვადით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.

წაკითხვა 151 ჯერ