"რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას არ შეეცდება" - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ ექნება მოლაპარაკების სურვილი, სანამ ის უკრაინაში ომის მოგებას არ შეეცდება.
„ვხედავ ჯარების კონცენტრაციას ორივე მხარეს. ვხედავთ, რუსეთის აშკარა სურვილს, ომი მოიგოს. რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას არ შეეცდება”, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, არ არის ოპტიმისტურად განწყობილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს კონფლიქტთან დაკავშირებით.
„არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს. ვშიშობ, რომ ომი ამ მომენტიდან ზაფხულამდე პერიოდში გაგრძელდება. პუტინმა იქ 300 000-ზე მეტი ადამიანი დააგროვა, ორჯერ მეტი, ვიდრე შეჭრის დროს", - განაცხადა ბორელმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"