"კახოვსკას კაშხლის განადგურებას, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს" - „ენერგოატომი“
რუსული ჯარების მიერ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ კომპანია „ენერგოატომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსმა ოკუპანტებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად კახოვსკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. კახოვსკას რეზერვუარიდან წყალი აუცილებელია იმისთვის, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა მიიღოს ენერგია ტურბინის კონდენსატორებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის. ახლა ელექტროსადგურის გამაგრილებელი წყალსატევი სავსეა: დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16.6 მეტრია და ეს საკმარისია ელექტროსადგურის საჭიროებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ენერგოატომი“ ირწმუნება, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელი პერსონალი ყველა ინდიკატორს აკონტროლებს. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაავრცელებს ინფორმაციას.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი