რუსებმა კახოვკას ჰესის აფეთქების შემდეგ ბევრ პოზიციაზე კონტროლი დაკარგეს - ISW
„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსების პირველი თავდაცვის ხაზის მრავალი სიმაგრე განადგურდა“, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
ანალიტიკოსების აზრით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მნიშვნელოვნად ცვლის ხერსონის ფრონტის სექტორის გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას. წყალდიდობა სერიოზულად არღვევს რუსეთის მომზადებულ თავდაცვით პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, პირველი ხაზის პოზიციებს გოლა პრისტანსა და ალეშკში.
„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევა გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო პოზიციებზე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე. წყალდიდობამ გაანადგურა რუსეთის პირველი ხაზის მრავალი საველე ციხესიმაგრე, რომლის გამოყენებასაც რუსი სამხედროები უკრაინის თავდასხმებისგან დასაცავად აპირებდნენ.
სწრაფმა წყალდიდობამ, სავარაუდოდ, რუსები აიძულა, რომ კონცენტრაციის ძირითადი პუნქტებიდან უკან დაეხიათ. წყალდიდობამ ასევე გაანადგურა რუსული დანაღმული ველები სანაპიროზე და რუსულმა შენაერთებმა ნაჩქარევად დაიხიეს წყალდიდობის ზონებიდან 5-15 კმ-ით. შესაბამისად, რუსები ახლა უკრაინელთა პოზიციების დაბომბვას ვერ ახერხებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა