"ხერსონში წყლის დონე კლებას იწყებს" - გუბერნატორი
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.
შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის