ეგვიპტეში ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა
ეგვიპტეში წითელი ზღვის კურორტ ჰურგადას სანაპიროსთან ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შემდეგ სანაპიროზე ცურვა და სხვა აქტივობები აკრძალეს.
მყვინთავმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ ადამიანები მსხვერპლს დაეხმარნენ, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, დაღუპული 1999 წელს დაბადებული კაცია, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა.
საკონსულო მოუწოდებს რუს ტურისტებს, სიფხიზლე გამოიჩინონ წყალში ყოფნის დროს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული წესები მკაცრად დაიცვან.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო