ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრეს - რუსული მედია
რუსული მედია იუწყება, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე – ადამ დელიმხანოვი დაჭრეს. ინფორმაციას ავრცელებს რუსული ტელეკომპანია „ზვეზდა“.
მედიის ცნობით, რუსი დეპუტატი ადამ დელიმხანოვი „დაჭრილი, მაგრამ ცოცხალია“. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დელიმხანოვი მოკლულია. კონკრეტულად სად დაჭრეს დელიმხანოვი, ჯერ უცნობია.
13 ივნისს კადიროვმა განაცხადა, რომ ბატალიონ „ზაპად-ახმატის“ მებრძოლები ჩაერთვებიან ბელგოროდის ოლქში დივერსიების აღკვეთაში.
დელიმხანოვი შეხვდა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და როსგვარდიის ხელმძღვანელ პირებს.
დელიმხანოვი შარშან მეთაურობდა ჩეჩნურ ქვედანაყოფებს, რომლებიც მარიუპოლის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი