"ყირიმში ქიმიური ქარხნის დანაღმვით 3 ქვეყანას საფრთხე ემუქრება" - უკრაინული მხარე
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი რუსული ძალების მიერ ქიმიური ქარხნის, „ყირიმის ტიტანის“ დანაღმვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ოკუპანტების მხრიდან მორიგი ტექნოგენური შანტაჟის საშუალებად იქცეს.
როგორც ნატალია გუმენიუკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ყირიმის ტიტანის“ ტერიტორიაზე აფეთქებას შეიძლება ბევრად უფრო დიდი კატასტროფა მოჰყვეს, ვიდრე ეს კახოვკას ჰესის ჩამონგრევის შემთხვევაში მოხდა.
„თუ შევადარებთ შანტაჟს და კახოვკას ჰესთან დაკავშირებული ტექნოგენური კატასტროფის სისრულეში მოყვანას, მაშინ, ეს უფრო ლოკალური სიტუაცია იყო, ხოლო რაც შეეხება საწარმო „ტიტანს“, ამას უკვე სახელმწიფოთაშორისი ხასიათი ექნება“, - აცხადებს ნატალია გუმენიუკი.
როგორც ის სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, კატასტროფის შემთხვევაში, ზარალი შეიძლება სხვა ქვეყნებსაც შეეხოს, კონკრეტულად კი თურქეთს, რუმინეთს და მოლდოვას. როგორც ნატალია გუმენიუკი ამბობს, მსგავსი საფრთხე ამ ქვეყნების ხელისუფლების შეშფოთების საგანს უნდა წარმოადგენდეს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"