"ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, „ვაგნერი“, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობს"
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფება, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობს.
„ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, ის უბრალოდ არ არსებობს. ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა პირველად ისაუბრა, რა განიხილეს კრემლში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „ვაგნერის“ 35 წევრი, მათ შორის, დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი ესწრებოდა. შეხვედრა ამბოხიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა.
„შეხვედრაზე შევაფასე ის, რაც მათ გააკეთეს ბრძოლის ველზე და ის, რაც გააკეთეს 24 ივნისის მოვლენების დროს. შევთავაზე შესაძლო ვარიანტები შემდგომი სამსახურისთვის, მათ შორის, მათი საბრძოლო გამოცდილების გამოყენება“, – აღნიშნა პუტინმა.
როგორც პუტინმა განაცხადა, „ვაგნერის“ 35 მეთაურს შესთავაზა დასაქმების მრავალი ვარიანტი.
„ყველა მათგანს შეეძლო, ერთ ადგილას შეკრებილიყო და სამსახური გაეგრძელებინა, მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. მათ იგივე ადამიანი უხელმძღვანელებდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათი ნამდვილი მეთაური იყო“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეთაურები მის წინადადებას დაეთანხმნენ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, თუმცა პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს ვერ დაინახა, განაცხადა: „არა, ბიჭები არ დაეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"