"სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის სომხეთმა ყარაბაღი და რვა ანკლავი აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს"
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის სომხეთის რესპუბლიკამ ყარაბაღი და კიდევ რვა ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს.
აღნიშნული განცხადება ალიევმა ჩინური მედიაკორპორაცია Media Group-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს.
„გასული წლის ოქტომბერში სომხეთმა უკვე გააკეთა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 86 600 კვადრატული კილომეტრის აღიარებას გულისხმობს, ყარაბაღისა და რვა აზერბაიჯანული ანკლავის ჩათვლით. ამის შემდეგ ეს მხოლოდ ქაღალდზე გასაფორმებელი რჩება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო