"მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, BRICS-ის სამიტი საერთაშორისო სამართალსა და გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს იცავს და ასევე ადამიანის უფლებას თვითგანვითარებაზე. ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა თავის ჰეგემონიის მცდელობას, კოლონიალიზმის და ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას განაგრძობს.
„მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა“, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული. ამ მიზეზის გამო, რუსეთის პრეზიდენტი სამიტის მუშაობაში ვიდეოფორმატში ჩაერთო.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია