"თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა" - ზელენსკი
თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში.
"მადლობა მინდა გამოვხატო უკრაინის მხარდაჭერისთვის. მსურს პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ მადლიერების სიტყვები გამოვთქვა ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთეთ დემოკრატიის დაცვაში და მე უკვე აღვნიშნე, რომ ომი ძალიან ძვირია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ეს შეიძლება იყოს ძალიან ძვირი მთელი მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა [დაეცემა], მაშინ პუტინი უფრო შორს წავა. ის თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყნებს. და ამ შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა სხვა მოკავშირეებთან ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გაგზავნონ თუ არა საკუთარი ვაჟები და ქალიშვილები ამ სხვა ომში", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"