"უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება - ეს არის ეთნიკური წმენდის ფაქტი" - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.
„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებოდით საერთაშორისო საზოგადოებას. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად", - აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაგდასარიანმა დღეს დილით განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე 65 036 ადამიანი ჩავიდა.
დღეს განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანს არავითარი კავშირი არ აქვს ყარაბაღის რეგიონის ადგილობრივი სომხების გადაწყვეტილებასთან, გადავიდნენ სომხეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში და რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მზადაა, მათი რეინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია