"ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია" - ერდოღანი
„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იგეგმებოდა მისი ვიზიტი ისრაელში, თუმცა ეს ვიზიტი აღარ განხორციელდება. ერდოღანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა ღაზის კონფლიქტში გამამწვავებელ როლს თამაშობს.
„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასოდეს მოგვიწონებია და არც არასდროს მოვიწონებთ ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და იმას, თუ როგორ მოქმედებს ის, როგორც ორგანიზაცია და არა – სახელმწიფო. ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა თითქმის ნახევარი ბავშვები არიან. მიზანი არის წინასწარ განზრახული სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით. ისრაელის თავდასხმები ღაზაზე არის ვითარება, რომელიც მიუთითებს როგორც მკვლელობაზე, ასევე მათ ფსიქიკურ დაავადებაზე, ვინც ახორციელებს და ვინც მხარს უჭერს. ხვალ, როდესაც გაქრებიან ის ძალები, რომლებსაც ისინი დღეს ეყრდნობიან, პირველი ადგილი, სადაც ისრაელის ხალხი ნდობასა და წყალობას მოძებნის, იქნება თურქეთი, ისევე როგორც 500 წლის წინ“, – განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო