"ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს" - ჯოზეფ ბორელი
ღაზას მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს. მაშ, ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბაჰრეინში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ღაზას 2007 წლამდე მართავდა.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო