ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს
ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, – ამის შესახებ ორმა ისრაელელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ისრაელმა „ჰამასს“ წარუდგინა წინადადება, რომელიც მოიცავს ბრძოლის ერთკვირიან პაუზას, 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათ შორის ქალების, მოხუცების და მათი, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება.
ისრაელის ელჩმა აშშ-ში, მაიკლ ჰერცოგმა დაადასტურა, რომ ისრაელი მზად არის, შეაჩეროს ბრძოლა, თუ ეს გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას, მაგრამ არ დაუდასტურებია, მიღწეულია თუ არა შეთანხმება.
„ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, გვაქვს თუ არა შეთანხმება, რადგან აქამდე „ჰამასი“ უარს ამბობდა სხვა გარიგებაზე. ისინი იმედოვნებდნენ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე, რასაც ემატება კატარელების ზეწოლა, ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე ნაადრევია“, – განაცხადა ჰერცოგმა.
მანამდე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე მძევლები აღარ გათავისუფლდებიან.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის