"პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი" - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.
„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და რუსეთი ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.
სიახლეები
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს
- ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”
- "ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
- ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც უნიკალური ჯანმრთელობა აქვს
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?