უკრაინაში საჰაერო განგაში მეორედ გამოცხადდა - ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმის
უკრაინის ბევრ ოლქში საჰაერო განგაში წუხანდელი ღამის შემდეგ მეორედ გამოცხადდა. რუსებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის დრონები გაუშვეს, ასევე არსებობს ბალისტიკური დარტყმის საფრთხე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლვოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
პოდოლსკის რაიონში საწყობების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.
აფეთქებების ხმები ისმოდა კიევშიც.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდოლსკის რაიონში საწყობი იწვის. "ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა", - აღნიშნა მერმა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნიპროში ქალაქის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"