"რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან, არ არსებობს ძალა, რომელიც რუსებს გაყოფს და ქვეყნის განვითარებას შეაჩერებს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან კონფლიქტზე არ უსაუბრია, თუმცა შეაქო სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
„ჩვენი გული თქვენთანაა. ვამაყობთ თქვენით და აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ურთულესი ამოცანების გადაჭრა და არასდროს დავიხევთ უკან, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც გაგვყოფს“, - განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"