"უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა"
უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იარაღის მიწოდების შეფერხება რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს.
„ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკებსა და ზარალზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საიდუმლო შორი მოქმედების იარაღზე, რომელმაც ერთ დღეში 26 რუსული ვერტმფრენი და 12 თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას.
„ფრონტზე ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. რუსები თუ ვერ გააკონტროლებდნენ ჰაერს და ჩვენ გვექნებოდა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გავანადგურებდით მათ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ვცადეთ, მუშაობს. როცა მათ ცაში ანადგურებ, წინ მიიწევ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი