"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით გავაგრძელებთ ბრძოლას" - დმიტრო კულება
იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით გავაგრძელებთ ბრძოლას, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ABC NEWS“-თან ინტერვიუში გააკეთა.
კულებამ განაცხადა, რომ კონგრესისთვის „დრო იწურება“, რათა დაამტკიცოს ახალი დაფინანსების პაკეტი უკრაინისთვის, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები „ნიჩბებით იბრძოლებენ“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაფინანსება პოტენციურად დაეხმარება ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებაში, რომლის შემთხვევაშიც აშშ-ს ჯარები იძულებული იქნებიან, ჩაერიონ.
„რაც არ უნდა ღირდეს ახლა უკრაინის მხარდაჭერა, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ღირებულება, თუ უკრაინა წააგებს, საფასური გაცილებით მეტი იქნება. თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს რუსეთს უკრაინაში, მაშინ კიდევ ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან ჩვენი ერის არსებობა სასწორზე დგას“, – განაცხადა კულებამ.
კულებამ განაცხადა, რომ გამორიცხულია ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინთან, ვიდრე უკრაინა ბრძოლის ველზე ბევრად უფრო ძლიერ პოზიციას არ დაიკავებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა რუსეთზე თავდასხმებზე კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა მისი თქმით, კიევი ცდილობს, აჩვენოს, რომ უკრაინის ომი უარყოფითად აისახება რუსეთზე.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, დროდადრო სასარგებლოა, გააცნობიერონ, რომ რეალობა მათი ტელევიზიების გარეთ განსხვავებულია და შეიძლება, იყოს ბევრად, ბევრად უარესი, ვიდრე მათი პროპაგანდა“, – განაცხადა კულებამ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი