"უკრაინა ახლა აკავებს აგრესიულ, ექსპანსიონისტ რუსეთს, თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, ვინ შეაკავებს რუსეთს" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხია და ევროკავშირს უნდა ახსოვდეს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ასევე ევროპისთვის.
„უკრაინა ახლა აკავებს აგრესიულ, ექსპანსიონისტ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. იმედია, ისინი მოახერხებენ მის შეკავებას თავიანთი ტერიტორიის გარეთ, მაგრამ თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, მაშინ, ვინ შეაკავებს რუსეთს? და სხვა არაფერია, ვინც რუსეთს შეაკავებს ნატო-სა და რუსეთთან უახლოესად მდებარე მყოფი ქვეყნების გარდა. ეს ასევე ნიშნავს ჩემს ქვეყანას, ნიშნავს პოლონეთს, სხვა ქვეყნებს აღმოსავლეთ ფლანგზე. ასე რომ, ეს არის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ევროპისთვისაც“, - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით