ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო"- ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.

 

„სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

მისი თქმით, 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა, მისი თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ- აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

 

პრემიერის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე მოხდება.

წაკითხვა 132 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2024

სიახლეები