ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ" - ზელენსკი

უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“და მთავარი ახალი ამბავი დღევანდელი დღისთვის - ამბავი, რომელსაც ყველანი დიდხანს ველოდით, რომლისთვისაც სხვადასხვა დონეზე თვეობით ვმუშაობდით. შედეგი - უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა. ყველა დეტალის საჯაროდ გაჟღერება, რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ სისტემებია, რომლებიც ყველაფერს აგდებენ. დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით სისტემები არასაკმარისადაა უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 134 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2024

სიახლეები