ამ გვერდის ამობედვა

"სრულიად მიუღებელია ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე"

ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.

მანამდე რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთი დაადანაშაულა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

წაკითხვა 135 ჯერ