"ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება" - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
, რომელიც რუსი ოპოზიციონერის სიკვდილთან დაკავშირებით დაინიშნა.
ბაიდენის თქმით, ალექსეი ნავალნი ციხეშიც კი სიმართლეს საუბრობდა.
„რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ისტორიას მოყვება, მაგრამ გახსოვდეთ: პუტინია პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა დროული იქნება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთს უპირისპირდება.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 2021 წლის ივლისში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნავალნი კოლონიაში მოკვდება, რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება.
ჟურნალისტებმა ბაიდენს მისი ეს განცხადება შეახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები სანქციების სახით, რომლებიც აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო დააწესა.
კითხვაზე, თუ იგეგმება დამატებითი სანქციების დაწესება, ბაიდენმა თქვა, რომ „განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა”.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი