ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, მინისტერიალს დაესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.
„წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა თავად პუტინს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურას ჩავუყვეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, სინამდვილეში, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი