ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.
შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები უკრაინაში ინტერვენციისას ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.
როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მრავალი დარტყმა განხორციელდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მრავალ ელექტროსადგურსა და ქვესადგურზე.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია