"დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა" - ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს, სხვადასხვა შეფასებით, 20-ზე მეტი ტყუილი თქვა.
„ტრამპი დაბადებიდან მატყუარაა. დებატების დროს მან 27-28-ჯერ მოიტყუა – მაგალითად, თუ რა კარგ მდგომარეობაში იყო ეკონომიკა, როგორ შეამცირა ინფლაცია. ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროსაც ამერიკელებმა ტრამპის მმართველობის პერიოდთან შედარებით მეტი სამუშაო ადგილი დაკარგეს, ჰუვერი იყო. ტრამპმა გვითხრა, რომ გამოვიყენოთ გამათეთრებელი, რათა კოვიდს ვებრძოლოთ, როდესაც ამერიკაში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია